დღეს, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, სენაკის საპატიო მოქალაქეს, არქიმანდრიტ მელქისედეკს, 81 წელი შეუსრულდა.
გულითადად ვულოცავ მამა მელქისედეკს იუბილეს.
უკვე მრავალი ათეული წელია, იგი რწმენით, სიბრძნითა და უდიდესი სიყვარულით ემსახურება ღმერთს, ეკლესიასა და ხალხს. მისი ცხოვრება არის ერთგულების, სიმდაბლის, სიკეთისა და ადამიანების გვერდით დგომის ნათელი მაგალითი.
მამა მელქისედეკის სახელი უკავშირდება სენაკს, მენჯს, წმინდა ალექსი ბერის სახელის, მისი სულიერი და ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას. მისი ძალისხმევით არაერთი მნიშვნელოვანი საქმე განხორციელდა, რომლებიც მომავალ თაობებსაც შემოუნახავს ჩვენს სულიერ ისტორიასა და ფასეულობებს.
განსაკუთრებით დასაფასებელია მისი ღვაწლი ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე და განსაცდელით სავსე პერიოდებში, როდესაც იგი ხალხის სულიერ გამხნევებასა და გაძლიერებას ემსახურებოდა.
ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს, დიდხანს სიცოცხლესა და კიდევ მრავალ წელს ჩვენი საზოგადოების, ეკლესიისა და ქვეყნის სამსახურში.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი