სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი კომპოზიტორის, ვაჟა დურგლიშვილის შემოქმედებითი საღამოს დაესწრო.
კომპოზიტორი მაყურებლის წინაშე წარდგა მომღერლებთან – ზურაბ კობეშავიძესთან და ტატო გოდერძიშვილთან ერთად და ცნობილი მუსიკალური ჰიტები შეასრულა.
საღამო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა.