2022-2025 წლებში, საბავშვო და ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა 4 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და 12 ბაღის რეაბილიტაციის პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 9 036 340 ლარი შეადგინა.
2025 წელს დასრულდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 4 საბავშვო ბაღის მშენებლობის მასშტაბური პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 8 668 731 ლარი შეადგინა.
საბავშვო და ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, აშენდა ლეძაძამეს, ფოცხოს, ძველი სენაკის და სენაკის მე-3 საბავშვო ბაღები.
პროექტების ფარგლებში, მოეწყო საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები, რეკრეაციული სივრცეები და სათამაშო მოედნები.
საბავშვო ბაღები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.