რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოჭადრაკეს, ნიკოლოზ გოგიას გაგაცნობთ.
ნიკოლოზი – რესპუბლიკური, საერთაშორისო და საკვალიფიკაციო ტურნირებისა და ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებულია.
მიმდინარე წელს გამართულ ჩემპიონატზე, 120 მოჭადრაკეს შორის, 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, 10 წლის მოჭადრაკემ, პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 2025 წელს ასევე გახდა ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელი.
2024 წელს – ნიკოლოზმა, 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, ჩემპიონის ტიტული და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.
სენაკელი მოჭადრაკე 8 აგვისტოს ნანა ალექსანდრიას სახელობის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. მისი მასწავლებელი ტიტულოვანი მოჭადრაკე, მერაბ ჯღამაძეა.