რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, სენაკის სასპორტო გაერთიანების წარმატებულ სპორტსმენს, სამგზის ჩემპიონს, ანდრია გუგუნავას გაგაცნობთ.
ანდრიას არაერთი სპორტული მიღწევა აქვს: არის რესპუბლიკური და საერთაშორისო ტურნირების, ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებული.
მიმდინარე წელს, საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ანდრია გუგუნავამ, 14-15 წლიანთა ასაკობრივ კატეგორიაში, კუმიტეში – პირველი ადგილი, კატაში კი – მესამე ადგილი დაიკავა.
2025 წელს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ ღია საერთაშორისო ჩემპიონატზე კარატეში, ანდრიამ პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
2024 წელს, ანდრია გუგუნავამ, ჩემპიონატზე, სადაც ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონის 410 სპორტსმენი მონაწილეობდა, 14-15 წლიანთა ასაკობრივ კატეგორიაში, კარატეში, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ანდრიას მწვრთნელია, ტიტულოვანი ვეტერანი სპორტსმენი, ელგუჯა ჩემია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, ანდრია გუგუნავას, სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციის, წარმატებული სპორტსმენების წახალისების მიზნით შექმნილი მუნიციპალური პროგრამიდან, ფულადი ჯილდო გადასცა.