მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

#გაიგე_რა_გაკეთდა_2024წელს_ახალგაზრდული_მიმართულებით 

#ჩვენ_ვქმნითახალგაზრდებისთვის 
#გაიგე_რა_გაკეთდა_2024წელს_ახალგაზრდული_მიმართულებით 

2024 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას მიერ ინიცირებული პროექტის – სტუდენტების ხელშეწყობის დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამით, 14 600 ლარის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი, დედ-მამით ობოლი და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე 14 სტუდენტი დაფინანსდა.

პროგრამა 2023 წელს დაინერგა და დაფინანსდა სოციალურად დაუცველი, დედ-მამით ობოლი და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე 12 სტუდენტი.

2024 წელს, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული – სენაკის სათემო განათლების ცენტრის პროექტით – ,,ღია კარი თბილ სახლში“, 120-მა ახალგაზრდამ ისარგებლა.

2023-2026 წლების ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის შესაბამისად, ახალგაზრდების დასაქმებისა და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2024 წელს, 30 სენაკელ ახალგაზრდას, სრულად დაუფინანსდა IT ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კურსები.

2023-2026 წლების ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია და მერის სათათბირო ორგანო – ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, 2023 წელს შეიქმნა.

შექმნის დღიდან, ახალგაზრდული საბჭო აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით გამართულ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ეროვნულ ფორუმზე; საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს Tech Park – სენაკის პროექტში – ,,ტექნოლოგიური კვირეული“; შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით – ,,ეგრისობის“ სახალხო დღესასწაულზე.

ამ ეტაპზე, ონლაინ ნეო უნივერსიტეტ “სქილვილთან ერთად”, მიმდინარეობს პროექტი, რომლის ფარგლებში, 16 სენაკელი ახალგაზრდა, მერიის დაფინანსებით, შეძლებს დაეუფლოს პროგრამირების სხვადასხვა მიმართულებებსა და ინგლისურ ენას.

#ჩვენ_ახალგაზრდებისთვის

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თებერვალი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728  
Skip to content