მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

#გაიგე_რა_გაკეთდა_2024წელს_სოფლისმეურნეობისგანვითარებისმხარდაჭერისფარგლებში

#ჩვენ_უკეთესისენაკისთვის
#გაიგე_რა_გაკეთდა_2024წელს_სოფლისმეურნეობისგანვითარებისმხარდაჭერისფარგლებში
#ანგარიში2024

2024 წელს, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, #ჩატარდა ადგილობრივი ფერმერების საჭიროებების კვლევა, სექტორში არსებული ვითარების ანალიზი და ფერმერების საჭიროებების გამოვლენა.

#დაინერგა_პროგრამა – ,,სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული პირების ხელშეწყობა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიზნით“, რომლის ფარგლებში, #დაფინანსდა 5 პროექტი:

,,გარემო – ყვავილებისთვის;

,,მზის ენერგია – დანახარჯების დაზოგვისა და ეკოლოგიური გარემოს შექმნისთვის“;

,,იშვიათი ჯიშების შინაური ფრინველების მოშენება, რეპროდუქცია და რეალიზაცია“;

,,ჯოკას ქოხი“ – აგროტურისტებისთვის;

,,ფუტკრის ოჯახების მოშენება“.

პროგრამის ბიუჯეტი – 15 000 ლარი.

ასევე #პირველად_დაინერგა ფერმერთა უწყვეტი განათლების პროგრამა, რომლის ფარგლებში სენაკელ ფერმერს, შვეიცარიის აგრარულ სკოლაში, ევროპული ყველის ნაირსახეობების დამზადების ტექნოლოგიის სასწავლო კურსის საფასური სრულად #დაუფინანსდა.

#მოეწყო_აგროტური, რომლის ფარგლებში, სენაკელმა მეწარმეებმა და ფერმერებმა მონაწილეობა მიიღეს გურჯანიის ღვინის ფესტივალზე.

პროექტის – ,,მერების შეთანხმება“ ფარგლებში:👇

პროექტის – „ენერგოეფქტური ტექნოლოგიების დანერგვა სენაკის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ქალაქის N1. N2. N6 და ზემო ჭალადიდის საბავშვო ბაღებს 15 ერთეული ენერგოეფქტური ღუმელი #გადაეცა; 10 ერთეული საოჯახო ტიპის ენერგოეფექტური ღუმელი კი – ზემო ჭალადიდისა და უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს #გადაეცათ.

მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საბავშვო და ბაგა-ბაღებშ #ჩატარდა ენერგოაუდიტი – ენერგოეფექტური ღონისძიებების განსაზღვრა.

ქალაქად და ადმინისტრაციულ ერთეულებში – 11 მინი სპორტულ სტადიონზე #დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება.

LED სანათებით, გარე განათების ახალი ქსელი #მოეწყო და არსებული #განახლდა ქალაქის 176 ქუჩასა და 8 ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სოფლების ნაწილში – მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება დამონტაჟდა, ნაწილი კი – LED სანათებით ჩანაცვლდა.

ენერგოეფექტური სანათები #დამონტაჟდა სამ რეკრეაციულ სივრცეში.

ქალაქის ცენტრსა და დევნილთა დასახლებაში, 3 ლოკაციაზე, #დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე ენერგოეფექტური სკამები, რომელთაგან ერთი – ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ორი – გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეას“ მიერ იქნა შეძენილი,

#აღინიშნა მდგრადი ენერგეტიკის დღე, რომლის ფარგლებში, შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის პროფესიული სწავლების პედაგოგებთან და სტუდენტებთან,გაიმართა შეხვედრა-სემინარი; ნაჩვენები იქნა დოკუმეტური ფილმები – სოფლის მეურნეობის სექტორში, ენერგიის დაზოგვისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების შესახებ.; შედგა სასწავლო ვიზიტი – შპს.„ZANAGRO”-ში.

მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმზე – „თანამშრომლობა მდგრადი და მედეგი განვითარებისათვის: ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და თემების გამოწვევები და შესაძლებლობები“; პანელურ დისკუსიაში – „განახლებადი ენერგიების შესაძლებლობები მუნიციპალურ დონეზე“.

პროექტის – ,,Connective Sitiez“ ფარგლებში, #დაიწყო სენაკის მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით, რაც გულისხმობს შენობის კედლების, სახურავის, იატაკის დათბუნებას და ვიტრაჟების გამოცვლას -ენერგოეფექტური მასალით; სავენტილაციო სისტემის მოწყობასა და გათბობის სისტემის რეკონსტრუქციას; 100 კილოვატის სიმძლავრის მზის ფოტოელექტროსისტემის მონტაჟს.

პროექტის – ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტი, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტს შორის, პროგრამაში – „ფინანსებისა და ინვესტიციების მოზიდვის მზაობის აკადემია“ – მონაწილეობის მისაღებად #შეირჩა.

პროექტის ფარგლებში, #მზადდება სენაკის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პროფილი, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის პოტენციალს, რაც მას საინვესტიციო მიმართულებით გააჩნია.

#ერთად_განვაახლოთ

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

თებერვალი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728  
Skip to content