23 მაისს, რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი, მაყურებლის წინაშე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის, ვახტანგ ნიკოლავას ორი სპექტაკლით წარდგება.
14:00 – მუსიკალურ-კოსტუმირებული ზღაპარი ,,ჩიპოლინოს თავგადასავალი”
19:00 – სპექტაკლი ,,კაცია-ადამიანი?!”
გასტროლი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და რუსთაველის ეროვნულ თეატრში სენაკის თეატრალური დასისთვის ეს უკვე მეორე გასტროლია.