დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება და ყველასათვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა სენაკის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
მიმდინარე წელს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით, 500-ზე მეტ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს გაეწია დახმარება, ბიუჯეტმა კი 385 000 ლარი შეადგინა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ახორციელებს:
სამკურნალო-სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსებას;
მაღალტექნოლოგიური კვლევების თანადაფინანსებას (მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია; კომპიუტერული ტომოგრაფია; პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია);
მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების, სამედიცინო სახარჯი მასალებისა და ჰიგიენური საშუალებების დაფინანსებას;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას, რომლის სამიზნე ჯგუფია – დაუნის სინდრომის, ცერებრული დამბლის, აუტიზმის, მხედველობის პრობლემის მქონე, სმენადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
შშმ პირთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსებას: კერძოდ – დღის ცენტრ ა(ა)იპ „ლაზარე 2015-ის“ თანადაფინანსების პროგრამას;
შშმ პირები, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი არიან ყოველდღიური საკვებით;
პროექტის „ვიზრუნოთ უფროს თაობაზე“ ფარგლებში, სენაკის მერია ახორციელებს მარტოხელა და მარტო მცხოვრები შშმ პირებისათვის შინმომსახურების სერვისის მიწოდებას;
მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტში ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა – პერსონალური ასისტენტის სერვისი შშმ პირებისთვის;
2024 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტში, დაინერგა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა; ამ ეტაპზე პროგრამით 40 მოზარდი სარგებლობს. 2026 წლისათვის, პროგრამაში დამატებით 10 მოზარდი ჩაერთვება და პროგრამის ბიუჯეტიც 210 000 ლარამდე გაიზრდება.
სენაკის მერიამ დააფინანსა პროექტი – „საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ADOS -ის კვლევის დანერგვა მუნიციპალიტეტში“, რომლის ფარგლებში, არა მარტო სენაკის მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი სამეგრელოს მასშტაბით, რისკის მქონე მოზარდებისთვის, ხელმისაწვდომი გახდა ADOS -ის კვლევის ადგილზე ჩატარება, დიაგნოზის დროული დასმა და მკურნალობა/რეაბილიტაციის დაწყება.