მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ლიკა კორსავამ თურქეთის ქალაქ სიდეში გამართულ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე – ,,ჰარმონია”, უკვე მეორედ მოიპოვა გამარჯვება

მინდა გულითადად მივულოცო ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის წარმატებულ მოსწავლეს, ლიკა კორსავას თურქეთის ქალაქ სიდეში გამართულ საერთაშორისო კონკურს- ფესტივალზე –
,,ჰარმონია”, უკვე მეორედ მოპოვებული გამარჯვება და დიდი აღიარება.

სამუსიკო სკოლის საორკესტრო (ვიოლინო) განყოფილების მოსწავლე, ლიკა კორსავა, პედაგოგი, შორენა ზვიადაძე, მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსის – ,,ჰარმონია”, პირველი პრემიის მფლობელი გახდა და ლაურეატის წოდება მიენიჭა.

წარმატებულ სენაკელ მოზარდს არაერთი მიღწევა და ტიტული აქვთ მოპოვებული:

ლიკა კორსავა არის ბავშვთა და მოზარდთა რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსის – ,,იპოვე შენი ვარსკვლავი“, გრან-პრის მფლობელი, ქართული მუსიკის IX ეროვნული კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი და კონკურსის ლაურეატი, ასევე, კლასიკური მუსიკის მე-17 ეროვნული კონკურს-ფესტივალის ,,მომავლის ვარსკვლავები“ – III პრემიის მფლობელი და ეროვნული კონკურსის ლაურეატი, ბახის სახელობის მე-7 ეროვნული კონკურსის II პრემიის მფლობელი, ბავშვთა და მოზარდთა ხალხური შემოქმედების XXX საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, ბავშვთა და მოზარდთა XV რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსის – ,,იპოვე შენი ვარსკვლავი“ II ადგილის მფლობელი და ფესტივალის ლაურეატი, საერთაშორისო კონკურსის – ,,ჰარმონია’’ – პირველი ადგილის მფლობელი და კონკურსის ლაურეატი.

ლიკამ, მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, მონაწილეობა მიიღო თურქეთის ქალაქ სიდეში გამართულ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა XII საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში, სადაც პირველი პრემიია და ლაურეატის წოდება მოიპოვა.

ხელოვნების ცენტრს, ლიკა კორსავას და პედაგოგს, შორენა ზვიადაძეს, კიდევ ერთხელ ვულოცავ მოპოვებულ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივლისი 2025
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
Skip to content