გილოცავთ!
სენაკის სპორტის ისტორიაში პირველად, მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდი ბულგარეთში, საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს!
კალათბურთელები, 30 ივლისიდან 3 აგვისტომდე, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში, სატურნირო შეხვედრებს გამართავენ.
წარმატებები, სენაკელ კალათბურთელებს და გუნდის მთავარ მწვრთნელს, შოთა კუჭავას!