10 წლის სენაკელმა მოჭადრაკემ, სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლემ, ნიკოლოზ გოგიამ, ქალაქ ზუგდიდის „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის” საჭადრაკო სასპორტო სკოლა „ნონას”ორგანიზებით, 8, 10 და 12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის გამართულ ჩემპიონატზე, 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, პირველი ადგილი მოიპოვა.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო თბილისის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის, წალენჯიხის და ჯვარის 120-მდე მოჭადრაკემ.
ვულოცავ ნიკოლოზ გოგიას და პედაგოგს – მერაბ ჯღამაძეს მოპოვებულ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი