დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, სენაკის ღირსეული შვილის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა.
„ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი!“ – იმ უმძიმეს დღეებში, მეგობრისთვის უთქვამს ჟიული შარტავას და თავადაც ამ სიტყვების ერთგული დარჩა, არ მიატოვა განწირული სოხუმი, თანამებრძოლები და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.
თითოეული სენაკელის სახელით, მინდა პატივისცემა და მოწიწება გამოვხატო ჩვენი ქვეყნის გამორჩეული გმირის წინაშე.
გმირების მშობლიურ ქალაქში, ქვეყნის თავისუფლებას შეწირული საქართველოს ეროვნული გმირების: ჟიული შარტავას 81-ე, გურამ გაბესკირიას 78-ე და გენო ადამიას 89-ე დაბადების თარიღები კომპლექსური ღინისძიებებით აღვნიშნეთ. კვირეული, 8 მარტს, გენო ადამიას დაბადების დღეს დასრულდება.
დიდება გმირებს!
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი