საგრანტო კონკურსი – ,,სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული პირების მხარდაჭერის ხელშეწყობის პროგრამა“
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, საგრანტო კონკურსის – ,,სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული პირების მხარდაჭერის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საპროექტო წინადადებების მიღება დღეიდან, 1 აპრილიდან დაიწყო და 25 აპრილს დასრულდება.
კონკურსის ეტაპებისთვის განისაზღვრა:
განცხადების მიღება – 1 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით;
საკონკურსო იდეის – განაცხადის შერჩევა -27 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით;
ადგილზე ვიზიტი – 1 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით;
გასაუბრება – 6 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით;
გამარჯვებული ბენეფიციარების გამოვლენა – 30 მაისი.
გამოიყენე შესაძლებლობა, დაწერე პროექტი შემდეგი მიმართულებებით:
სოფლის მეურნეობა – მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მეფრინველეობა, მემცენარეობა, სანერგე და სასათბურე მეურნეობა, მეთევზეობა, რძის პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია;
ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება სოფლის მეურნეობაში – მზის პანელები, წვეთოვანი სარწყავი სისტემა, სასათბურე კონსტრუქცია, ხელოვნური განათება, ელექტრომწყემსი და სხვა;
აგროტურიზმის განვითარება – ტურისტული სერვისები, ტურიზმთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მომსახურეობა;
ინოვაციური იდეები, რომელიც ხელს შეუწყობს სენაკის მუნიციპალიტეტში აგრო და ეკოტურიზმის განვითარებას.
კონკურსში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სრულწლოვანი ფიზიკური პირი – ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი; ახალგაზრდა ან ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი.
უპირატესობა ენიჭება:
ახალი ბიზნესის წამოწყებას;
ინოვაციურ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას;
ახალგაზრდა (35 წლის ასაკის ჩათვლით) სუბიექტის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებას;
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ქალთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებას;
მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის (დედის) მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებას;
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე დედის (ოთხი ან მეტი შვილი 18 წლამდე) მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოებას.
პროექტის მინიმალური ბიუჯეტი – 1 000 ლარი; მაქსიმალური ბიუჯეტი – 5 000 ლარი.
თანამონაწილეობა სავალდებულოა, თუ მოთხოვნილი თანხა ტოლია ან აღემატება 4 000 ლარს;
თანამონაწილეობა უნდა მოიცავდეს მოთხოვნილი თანხის 20 %.
თანამონაწილეობად ჩაითვლება მხოლოდ ფინანსური მონაწილეობა;
შესაძლებელია, გრძელვადიანი (1 წელზე მეტი) აქტივის შეძენა.
საპროექტო წინადადება შეგიძლიათ წარმოადგინოთ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქ. სენაკი, ჭავჭავაძის ქუჩა 103 ან ელექტრონულ მისამართზე: senakismeria@gmail.com;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით: 599 85 75 52 – დალი ქაჩიბაიას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტს, საკონკურსო კომისიის მდივანს.
2024 წელს, ,,სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული პირების მხარდაჭერის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მერიამ, 5 პროექტი დააფინანსა:
,,გარემო – ყვავილებისთვის”;
,,მზის ენერგია – დანახარჯების დაზოგვისა და ეკოლოგიური გარემოს შექმნისთვის“;
,,იშვიათი ჯიშების შინაური ფრინველების მოშენება, რეპროდუქცია და რეალიზაცია“;