#სამოქალაქო_ბიუჯეტირების_პროგრამა
#ანგარიში2024
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2024 ის ფარგლებში, ქალაქში, ორი პროექტი #დავასრულეთ:
მშვიდობის ქუჩაზე არსებული მუნიციპალურ სკვერში, მოვაწყვეთ დასასვენებული სივრცე და სპორტული ტრენაჟორი, ღირებულებით – 42 506 ლარი;
სანაიას ქუჩის N42-ის მიმდებარედ, მუნიციპალურ სკვერში, ასევე მოვაწყვეთ დასასვენებელი და საბავშვო ატრაქციები, ღირებულებით – 48 403 ლარი.
პროგრამა მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის თვითმმართველობაში ჩართულობის ასამაღლებლად. სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა, მოქალაქეებს, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში უშუალო მონაწილეობის, მათთვის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული საკითხების და საჭიროებების წარმოჩენისა და განხორციელების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.
#ჩვენ_უკეთესისენაკისთვის