მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე შიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა უდიდესი ისტორიული მნიშვნელობისა და სიხარულის მოვლენაა სრულიად საქართველოსთვის.

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე შიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა უდიდესი ისტორიული მნიშვნელობისა და სიხარულის მოვლენაა სრულიად საქართველოსთვის.

დღეს კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლიერებით და პატივისცემით ვიხსენებთ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომლის განუზომელმა ღვაწლმა, სიბრძნემ და სიყვარულმა ათწლეულების განმავლობაში გააძლიერა ქართული ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და ურთულეს პერიოდში შეუნარჩუნა ერს რწმენა, სიმშვიდე და ეროვნული ღირსება. მისი მოღვაწეობა საქართველოს თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და სწორედ ამ დიდი სულიერი მემკვიდრეობის გაგრძელება დღევანდელი დღის მთავარი პასუხისმგებლობაა.

ორმაგად სასიხარულო და საამაყოა, რომ ახალი პატრიარქი სწორედ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიიდან არის. მეუფე შიოს მრავალწლიანი სულიერი მოღვაწეობა, თავმდაბლობა, განათლება და ეკლესიისადმი ერთგულება საზოგადოებისთვის ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემის საფუძველი იყო.

გვჯერა, რომ მისი უწმინდესობის ხელმძღვანელობით ქართული ეკლესია ღირსეულად გააგრძელებს იმ გზას, რომელიც სიყვარულზე, მშვიდობაზე, ტრადიციების დაცვასა და ეროვნული ერთობის განმტკიცებაზე გადის.

ვულოცავ სრულიად საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს და სამღვდელოებას ამ მნიშვნელოვან დღეს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველოს ეკლესია და მისი ახალი სულიერი წინამძღოლი.

ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
Skip to content