სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქეს, დეკანოზ იოანე კუპრეიშვილს, პატივისცემით და სიყვარულით ვულოცავ იუბილეს.
ღვთისა და ერის წინაშე მსახურებისა და ეპარქიის სულიერი აღმავლობის საქმეში მისი ღვაწლი განსაკუთრებულია.
დეკანოზი იოანე კუპრეიშვილი, ორ ათეულ წელზე მეტია მოღვაწეობს ჩვენს ეპარქიაში.
2009 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, მეუფე შიოს ლოცვა-კურთხევით, საკათედრო ტაძრის წინამძღვარია.
ეკლესიაში ერთგული მსახურებისთვის, პატრიარქის ბრძანების საფუძველზე, 2009 წელს, იოანე კუპრეიშვილი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, 2020 წელს კი – დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
კიდევ ერთხელ ვულოცავ დეკანოზ იოანე კუპრეიშვილს იუბილეს და დღეგრძელობას, მაცხოვრის შეწევნას ვუსურვებ.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი