სენაკში, ნაფეტვარიძის ქუჩაზე მდებარე ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის, სახურავის და ეზოს კეთილმოწყობის პროექტი #მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, სრულად #განახლდება საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, აივნები, შიდა კიბეები, ასევე სრულად #გამოიცვლება კარ-ფანჯარა, კეთილმოეწყობა საცხოვრებელი კორპუსების ფასადები და ეზოები.
პროექტი, აღნიშნულ ლოკაციაზე, პირველად, მიმდინარე წელს ხორციელდება და მისი ღირებულება 397 173 ლარს შეადგენს.
#დასრულებულია აკაკი ელიავასა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით – 137 868 ლარი;
ასევე #დასრულდა ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმის შენობის სახურავის რეაბილიტაციის და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, ღირებულებით – 39 902 ლარი.
სენაკის მუნიციპალიტეტისმერის, ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციის, ეზოების კეთილმოწყობის მასშტაბური სამუშაოები #განხორციელდა შემდეგ ლოკაციებზე:
ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში;
ქალაქში, გოგოლაძის მოედნის მიმდებარედ;
ცაგარელის N27-ში;
შოთა რუსთაველის N72-ში;
ჭავჭავაძის N41-სა და N43-ში;
მშვიდობის N214-ში;
სტალინის ქუჩაზე;
ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში – ორი მრავალბინიანი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
მექანიკურ დასახლებაში არსებული და მშვიდობის N111-ში მდებარე კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია;
სრულად განახლდა ქარის შედეგად დაზიანებული კორპუსების სახურავები.
#ერთადგანვაახლოთ
#ჩვენუკეთესისენაკისთვის
#სენაკი2024