4 მარტიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცესი იწყება.
პროგრამის ფარგლებში გაიმართება დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა თავად განსაზღვრავს, თუ რომელი ინფრასტრუქტურული პროექტებია პრიორიტეტული მათი სოფლისთვის.
ინფრასტრუქტურული ინიციატივების განსახორციელებლად თითოეული სოფელი დაფინანსებას მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღებს.
მიმდინარე წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტისთვის 738 000 ლარია გამოყოფილი.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3NcsZSU