სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების უზრუნველსაყოფად, ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციის კუთხით, არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტი #განვახორციელეთ და #ვგეგმავთ.
ქალაქის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე, #დავასრულეთ ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მინი სპორტული მოედნის მშენებლობა, ღირებულებით – 497 777 ლარი,
#დავასრულეთ 2 სპორტული მოედნის მოწყობა – თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გოლასკურში და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის გახომელას უბანში.
2023 წელს კი, 3 მინი სპორტული მოედანი #მოვაწყვეთ – ვაჩნაძის ქუჩაზე, ყოფილი მე-8 სკოლის მიმდებარედ და მშვიდობის ქუჩაზე, ახალრეაბილიტირებული მეოთხე საბავშვო ბაღის მიმდებარედ; ასევე, ტრენაჟორები დამონტაჟდა ჭავჭავაძის ქუჩაზე.
#სპორტისგანვითარებისთვის
#ერთადგანვაახლოთ
#ჩვენუკეთესისენაკისთვის