სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას ვიწყებთ.
ეს დღეები, ზარალის დამთვლელი კომისიის მიერ მიმდინარეობდა ზარალის დათვლა, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ რეაგირების ჯგუფები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, ვიწყებთ ყველა პრობლემის მოგვარებას, რომელიც სტიქიის გამო მუნიციპალიტეტში შეიქმნა. პარალელურ რეჟიმში, დაჩქარებული ტემპით განვახორციელებთ ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს.