პირველად, ჩვენს ქალაქში, 8 და 9 ივნისს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკის სათემო განათლების ცენტრისა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალის – ,,თბილისის პროექტთა ბიუროს”ორგანიზებით, ფესტივალი – „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“ ჩატარდება.
ფესტივალი გაიმართება კონკურსის – ,,UNESCO Global Network of Learning Cities” ფარგლებში, რომლის გამარჯვებული საქართველოს მასშტაბით, ჩვენი ქალაქი გახდა.
ფესტივალის პროგრამა:
8 ივნისი. 13:00 საათი – ქალაქის ცენტრალურ სკვერში, ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება.
ფესტივალზე მისულ სტუმრებს, სხვადასხვა სივრცე და თემატური აქტივობები დახვდებათ:
გამოიფინება DVVI-ის ცენტრების, გაენის, შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საინფორმაციო სტენდები და როლაპები;
გაიმართება:
პროფესიული კურსების მასტერკლასები;
ადგილობრივი მხატვრების და ხელსაქმის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა;
ერთობლივი ხატვა და საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა თემაზე: „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“;
გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება;
მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დარბაზში, საჯარო ლექციებს თემებზე:
,,სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“ – ბუნებრივი ანტიდეპრესანტი;
,,ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ისტორია საქართველოში – ისტორია, რეალობა და პერსპექტივები” – გაუძღვებიან: გეშტალტფსიქოთერაპევტი, ანასტასია გეგია და პროფესორი, გიორგი კიკნაძე;
9 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დარბაზში, ფესტივალის დასკვნითი დღე დაეთმობა საჯარო ლექციას: „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრიორიტეტები“, რომელსაც პროფესორი, ნონა ახალაშვილი გაუძღვება.