23 დეკემბერს, 19:00 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქის მთავარ მოედანზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საახალწლო კონცერტი გაიმართება და მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება!
კონცერტში “ქუჩის ბიჭები“, ნინი ქარსელაძე და მარიკა თხელიძე მიიღებენ მონაწილეობას.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები 16:00 საათიდან დაიწყება და მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებს, მერის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს პროექტის – “შექმენი შენი კრეატიული ნაძვის ხე” ფარგლებში გამარჯვებულთა გამოვლენა-დაჯილდოებას.
ღონისძიებების პატარა სტუმრებს სანტა დაასაჩუქრებს.
შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ ჯადოსნური განწყობა!