დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში – ახალი სასწავლო, საბავშვო და ბაგა-ბაღებში კი – ახალი სააღმზრდელო წელი განახლდა
დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს ძვირფას პედაგოგებს, მშობლებს, მოსწავლეებს, განსაკუთრებულად კი – პირველკლასელებს.
ბედნიერ, ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ.
მუნიციპალიტეტის სკოლები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სრულ მზადყოფნაშია. ახალ სასწავლო წელს ვხვდებით მნიშვნელოვანი სიახლეებით: ნოსირისა და ძველი სენაკის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი, სრულად რეაბილიტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში დაიწყეს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს 3 საჯარო სკოლის – სენაკის ჟიული შარტავას სახელობის N2, უშაფათის და ხორშის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია;
ასევე ვახორციელებთ 4 საბავშვო ბაღის:
ქალაქ სენაკის N3;ძველი სენაკის;
ლეძაძამეს; ფოცხოს საბავშვო ბაღების მშენებლობის მასშტაბურ პროექტებს.
სკოლამდელი აღზრდის სექტორში, ამ ეტაპზე რეგისტრირებულ 810 აღსაზრდელს,, კეთილმოწყობილი და განახლებული გარემო დახვდება.
რაც შეეხება მუნიციპალურ აიპებს, ხელოვნების ცენტრი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თავად აირჩიონ მათთვის საინტერესო და სასურველი სფერო; მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი კი – თეატრალური, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით, შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს აირჩიონ სასურველი სექტორი, ხოლო სასპორტო გაერთიანება – სპორტის სხვადასხვა სახეობის არჩევის შესაძლებლობას იძლევა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ. მომავალი განათლებასა და ახალგაზრდებშია.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი