რა სიახლეებით ხვდება სენაკის მუნიციპალიტეტი ახალ 2024-2025 სასწავლო წელს!
16 სექტემბერს, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საჯარო და კერძო სკოლებში, სასწავლო პროცესი განახლდება.
ყველა პირველკლასელი – ნეთბუქს, ხოლო საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე სახელმძღვანელოების სრულ პაკეტს მიიღებს.
დასრულებულია:
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის და ნოსირის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია;
ამ ეტაპზე მიმდინარეობს:
სსიპ ქალაქ სენაკის ჟიული შარტავას სახელობის N2 საჯარო სკოლის;
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის უშაფათის საჯარო სკოლის;
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია;
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო სკოლების მოსწავლეთა და პედაგოგთა უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს;
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ანაზღაურება გაეზარდათ უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, ასევე საჯარო სკოლების დირექციას, ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს და ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს.
16 სექტემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების 27 საბავშვო და ბაგა- ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაიწყება.
კეთილმოეწყო საბავშვო და ბაგა-ბაღების ეზოები და გასართობი სივრცეები;
შესაბამისი ინვენტარით, აქტივობებისთვის საჭირო ყველა სასწავლო რესურსით და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფილია სააღმზრდელო ჯგუფები, სამზარეულოები და სასაწყობო ოთახები;
სადეზინფექციო სამუშაოები და სასმელი წყლის ანალიზი, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო და ბაგა-ბაღში ჩატარებულია;
ამ ეტაპზე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს 4 საბავშვო ბაღის:
ქალაქ სენაკის N3;
ძველი სენაკის;
ლეძაძამეს;
ფოცხოს საბავშვო ბაღების მშენებლობის მასშტაბური პროექტები;
სკოლამდელი აღზრდის სექტორში, ამ ეტაპზე, 810 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომელთაც ახალ სასწავლო წელს კეთილმოწყობილი და განახლებული გარემო დახვდებათ.
,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრი“ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თავად აირჩიონ მათთვის საინტერესო და სასურველი სფერო:
საფორტეპიანო მიმართულება;
საორკესტრო მიმართულება- ვიოლინო, ჩელო, საქსაფონი, ფლეიტა;
გიტარისა და ხალხური საკრავების სექტორები;
სიმღერის მიმართულება:
კლასიკური და საესტრადო ვოკალი;
საგუნდო სექტორი;
სახვითი ხელოვნების მიმართულება:
ხატვა;
ფერწერა;
კომპოზიცია;
გრაფიკა;
ხელოვნების ისტორია;
შემეცნებითი ტურები;
ხელოვნების ცენტრი ახორციელებს პროექტებს:
,ხელოვნების საკვირაო სკოლა;
,ხელოვნების საზაფხულო სკოლა;
არქიტექტურული მიმართულება: ხაზვა და მაკეტირება;
აბიტურიენტთათვის – მოსამზადებელი ჯგუფი ხატვაში.
2024-2025 სასწავლო წელს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი“ თეატრალური, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით, შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს აირჩიონ სასურველი სექტორი. ცენტრში ფუნქციონირებს:
მხატვრული კითხვის;
წიგნის მოყვარულთა;
ტურიზმის განვითარების;
ეკოლოგიის;
საესტრადო საკრავების სწავლების;
საესტრადო სიმღერების სწავლების;
ქართული ხალხური ცეკვების სწავლების;
სპორტული ცეკვების სწავლების სექციები;
საბავშვო თეატრალური სტუდია;
ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხი“;
ახალგაზრდული თეატრი;
საესტრადო მუსიკალური ბენდი “აკუსტიკა.”
სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლა, 2024 – 2025 სასწავლო წლისთვის, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს აირჩიონ მათთვის სასურველი მიმართულება სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ცენტრში ფუნქციონირებს:
ბერძნულ-რომაული ჭიდაობის,
კრივი-კუდოს,
კრივი-კიკბოქსის,
რაგბის,
კარატეს,
მკლავჭიდის,
კალათბურთის,
ტაეკვონ-დოს,
ჭადრაკის,
ძიუდო – ქართული ჭიდაობის,
ძიუდო – სამბოს,
ხელბურთის,
მაგიდის ჩოგბურთის სექციები.
#ახალისასწავლოწელიახალიშესაძლებლობებით
#ახალისასწავლოწელიგანახლებულიინფრასტრუქტურით
#ჩვენუკეთესისენაკისთვის