მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის XVII რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საორკესტრო და საესტრადი განყოფილებების მოსწავლეებს, ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის XVII რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსზე მიღწეულ წარმატებებს ულოცავს.

,,სიამაყით ვულოცავ მორიგ აღიარებას ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმატებულ მოზარდებს და მათ პედაგოგებს. ხელოვნების ცენტრმა სენაკი არაერთხელ ასახელა. ჩვენს გუნდთან ერთად მხარდაჭერას ვუცხადებ თითოეულ მათგანს და მადლობას ვუხდი სენაკის წარმოჩენისთვის” – აღნიშნავს ვახტანგ გადელია.

ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის XVII რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საორკესტრო განყოფილების მოსწავლე, საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსების არაერთგზის გამარჯვებული და ლაურეატი, ლიკა კორსავა.

კონკურსის პირველი ადგილი წილად ხვდათ: მარიამ გარუჩავას, ლენა სებისკვერაძეს და ანასტასია ჩარკვიანს. მეორე ადგილზე გავიდნენ: ნიკოლოზ გრიგოლია, ლუკა იოსავა და მარიამ კიკვილაშვილი.

2025 წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება მიენიჭათ სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის პედაგოგებს: ლელა მიქაბაძეს, შორენა ზვიადაძეს და თენგიზ გვენეტაძეს. 2025 წლის საუკეთესო კონცერტმაისტერის წოდება კი – პედაგოგებს: რუსუდან მილიუტინს და ინგა გადელიას.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ივნისი 2025
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
Skip to content