სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საორკესტრო და ვოკალური განყოფილებების მოსწავლეებს, ბენიამინო ჯილის სახელობის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე მიღწეულ წარმატებებს ულოცავს.
„გულითადად ვულოცავ მორიგ აღიარებას ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმატებულ მოზარდებს და მათ პედაგოგებს – შორენა ზვიადაძესა და ლელა მიქაბაძეს“, – აღნიშნავს ვახტანგ გადელია.
სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საორკესტრო და ვოკალური განყოფილებების მოსწავლეებმა, ლიკა კორსავამ და ნიკოლოზ გრიგოლიამ – პირველი პრემია და ლაურეატის წოდება, მარიამ გარუჩავამ კი – მეორე პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვეს ბენიამინო ჯილის სახელობის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე, რომელიც თბილისში გაიმართა.