რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, სენაკელ მოკრივეს, ალექსი ნადარაიას გაგაცნობთ.
მიმდინარე წელს, სენაკელი მოკრივე, აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირის პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ალექსიმ, ზურაბ სარსანიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2024 წელს, ალექსი ნადარია, კრივში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. მან, 2024 წელს, აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე – მესამე ადგილი მოიპოვა.
2023 წელს, ალექსი ნადარაია, 2008-2009 წლებში დაბადებულ მოკრივეთა შორის, ვლადიმერ ჭანტურიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა. სენაკელმა მოკრივემ, ზურაბ სარსანიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ასევე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
ალექსის არაერთი სპორტული მიღწევა აქვს: არის მუნიციპალური, რესპუბლიკური და საერთაშორისო ტურნირების, ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებული, კრივში ღია პირველობების პირველი და მეორე ადგილების მფლობელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ალიოშა ჯაფარიძის სახელობის მესამე საერთაშორისო და რაზმიკ პეტროსიანის სახელობის ტურნირების გამარჯვებული, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების – თამაზ ვახანიასა და შოთა ჯავახიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის მეორე ადგილის მფლობელი.
ალექსი ნადარიას მწვრთნელ-მასწავლებლები არიან: ილია ცაავა, ზაზა ხურცილავა და გიორგი კემულარია.
 Georgian
 Georgian English
 English 
								