რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, გაგაცნობთ წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მე-11 კლასის წარმატებულ მოსწავლეებს – ელენე ქაჩიბაიას და დაჯი კუჭავას.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველო MGA-Georgia-ს მიერ ჩატარებულ ინოვაციურ კონკურსში, ელენე ქაჩიბაიამ, გუნდთან – ,,Marine cuard”ერთად, პროექტით – ,,წყლის ნავთობისგან გამწმენდი უპილოტო ნავი“, პირველი ადგილი დაიკავა.
ელენე, NASA-ს კოსმოსურ ცენტრში, Marineguard NASA-ს საზაფხულო უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც გუნდთან ერთად, მშობლიური ქალაქი და საქართველო მსოფლიო ასპარეზზე ასახელა.
წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მე-11 კლასის წარმატებულმა მოსწავლემ, დაჯი კუჭავამ კი, გუნდთან – ,,BEES“ ერთად, ,,საქპატენტის“ რჩეულის ტიტული მოიპოვა.
ელენე ქაჩიბაიას და დაჯი კუჭავას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, წარმატებული მოსწავლეების წახალისებისა და განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი პროგრამის ფარგლებში, ფულადი ჯილდო გადასცა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველო MGA-Georgia-ს ინოვაციურ კონკურსში გამარჯვებული გუნდის მენტორები არიან – სენაკელი და არა მარტო სენაკელი მოსწავლეების არაერთი გამოგონების მენტორი, ტიტულოვანი სენაკელი მასწავლებელი, უტა კილასონია და STEM მასწავლებელთა ასოციაციის მმართველი წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი, მოსწავლეთა არაერთი გამოგონების მენტორი, მარეხ მაზანაშვილი.