რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, წარმატებულ სენაკელ მეწარმეს, „ფერმა სენაკში“ დამფუძნებელს, მურმან გვასალიას გაგაცნობთ.
ახალგაზრდა მეწარმემ საქმიანობა 5 წლის წინ დაიწყო და მისი ოჯახის ბიზნესის განვითარებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოპოვებულმა დაფინანსებამ შეუწყო ხელი.
მურმან გვასალიას სენაკში დიდი მეურნეობა აქვს, რომელსაც წარმატებით უძღვება და აფართოებს. მისი მეურნეობა 11 ჯიშის სხვადასხვა სახეობის ქათამს, 3 ჯიშის ინდაურს, დეკორატიულ მტრედებს, ფარშავანგს, ხოხობს, ციცრებს და ჰექტრობით ბაღს მოიცავს.
მურმან გვასალიას თქმით, ,, სახელისუფლებო გუნდის მიერ დანერგილი მხარდამჭერი პროგრამები სამეწარმეო საქმიანობის გაფართოების უალტერნატივო შესაძლებლობაა. პირველი ინკუბატორი, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გადმომცა. 2023 წელს კი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში დასთან, გურანდა გვასალიასთან ერთად მოპოვებული დაფინანსებით, შესაძლებელი გახდა ჩვენი ფერმის გაფართოება. მეურნეობას ასევე დაემატა 4 იშვიათი ჯიშის სახეობის ფრინველი. ძალიან ბევრ ადამიანს, სოციალური ქსელის საშუალებით – გვერდიდან ,,ფერმა სენაკში“ ჩემს გამოცდილებას და საინტერესო რჩევებს ვუზიარებ,“ – აღნიშნა წარმატებულმა მეწარმემ.
მურმან გვასალია ასევე არის საქართველოს სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის სენაკის წარმომადგენლობის კოორდინატორი.
წარმატებული სენაკელი მეწარმე გეგმავს, სენაკს პირველი კონტაქტური ზოოპარკი შემატოს
 Georgian
 Georgian English
 English 
								