მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ – მარიამ გარუჩავა

რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საესტრადო და საფორტეპიანო განყოფილებების წარჩინებულ მოსწავლეს, გოგონათა ანსამბლისა და ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის გუნდის სოლისტს, 11 წლის წარმატებულ გოგონას, მარიამ გარუჩავას გაგაცნობთ:

მიმდინარე წელს, მარიამ გარუჩავამ, ბენიამინო ჯილის სახელობის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე, ვერცხლის მედალი და კონკურსის ლაურეატის წოდება მოიპოვა.

ქართული კლასიკური მუსიკის IX ეროვნულ კონკურსზე, მარიამი, პირველი ადგილის მფლობელი გახდა და ლაურეატის წოდება ორჯერ მოიპოვა.

2025 წელს, მარიამი, ვოკალში – ბავშვთა და მოზარდთა XVII რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსის – ,,იპოვე შენი ვარსკვლავი“, ოქროს მედლის მფლობელი და ფესტივალ-კონკურსის ლაურეატი გახდა, ასევე, საერთაშორისო კონკურსის – ,,ჰარმონია’’ – პირველი ადგილის მფლობელი და კონკურსის ლაურეატი.

მარიამ გარუჩავა არის საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული კოლექტივების VIII ეროვნული კონკურსის ოქროს მედლის, კონკურსის ლაურეატისა და ფულადი პრემიის მფლობელი, ვოკალის მიმართულებით – ქართული სიმღერის ეროვნული კონკურსის ოქროს მედალოსანი. ასევე, კლასიკური მუსიკის ეროვნული კონკურსისა და ბავშვთა და მოზარდთა ხალხური შემოქმედების საერთაშორისო ფესტივალის არაერთგზის ლაურეატი.

მარიამი, მუნიციპალური, რეგიონული, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების, ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი და არაერთი საპატიო ტიტულის მფლობელია.

ის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მე-6 წარჩინებული მოსწავლეა. ასევე არის სენაკის სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,მეგას” მოცეკვავე.

სენაკის მერიამ, მარიამ გარუჩავას, წარმატებული მოსწავლეების წახალისებისა და განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, ფულადი ჯილდო გადასცა.

ვოკალის მიმართულებით მარიამის პედაგოგია სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის საესტრადო განყოფილების პედაგოგი, სოპრანო ლელა მიქაბაძე. ფორტეპიანოში – ღვაწლმოსილი პედაგოგი, მანანა ზარქუა, გოგონათა ანსამბლში – დამსახურებული პედაგოგი, გრიალა სამინავა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content