რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო განყოფილების კურსდამთავრებულს, საორკესტრო განყოფილების (ფლეიტა) წარჩინებულ მოსწავლეს, გოგონათა ანსამბლისა და ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის გუნდის სოლისტს, წარმატებულ სენაკელ მოზარდს, ლენა სებისკვერაძეს გაგაცნობთ:
ლენა, მუნიციპალური, რეგიონული, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების, ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი და არაერთი საპატიო ტიტულის მფლობელია.
ის, გენო ადამიას სახელობის პირველი საჯარო სკოლის მე-10 კლასის წარჩინებული მოსწავლეა.
მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეული გოგონას პირველი წარმატებული დებიუტი სცენაზე ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგს, რუსუდან მილიუტინს უკავშირდება.
პირველ დებიუტს ფორტეპიანოს მიმართულებით, ვოკალსა და ფლეიტაში არაერთი აღიარება მოჰყვა.
მიმდინარე წელს, ლენამ, ვოკალში – ბავშვთა და მოზარდთა XVII რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსზე, ოქროს მედალი და კონკურსის ლაურეატის წოდება მოიპოვა. ასევე გახდა ქართული სიმღერის ეროვნული კონკურსის ოქროს მედალოსანი და ლაურეატი.
ფლეიტაში, ლენა გახდა საერთაშორისო კონკურსის – ,,ჰარმონია’’ – მესამე ადგილის მფლობელი. ამ მიმართულებით მისი პედაგოგია თენგიზ გვენეტაძე.
2024 წელს, ლენამ, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VIII ეროვნულ კონკურსზე, ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება მოიპოვა. ასევე გახდა ქართული სიმღერის ეროვნული კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი.
ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის გუნდისა და გოგონათა ანსამბლის სოლისტს, არაერთხელ მიენიჭა ლაურეატის წოდება.
სენაკის მერიამ, ლენა სებისკვერაძეს, წარმატებული მოსწავლეების წახალისებისა და განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, ფულადი ჯილდო გადასცა.
 Georgian
 Georgian English
 English 
								