რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ტიტულოვან სპორტსმენს, 24 წლის სენაკელ ფალავანს, გიორგი ჩხიკვაძეს გაგაცნობთ.
მიმდინარე წელს, გიორგი, იტალიის საერთაშორიო ტურნირის ჩემპიონი გახდა.
2024 წელს, 23 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გიორგი ჩხიკვაძემ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის, 2024 წელს, 23 წლამდელთა შორის, ევროპის ჩემპიონიც გახდა.
2024 წელს, გამორჩეულ ფალავანს, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მიანიჭა ტიტული – 2024 წლის აღმოჩენა – ,,ოლიმპიური იმედი.”
გიორგი ჩხიკვაძეს არაერთი მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული: ის არის ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, ჭაბუკებს შორის ევროპის ორგზის პრიზიორი, 23 წლამდელთა შორის ევროპის პრიზიორი, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი, საფრანგეთის გრან-პრის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენისა და 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულების მფლობელი.
გიორგი ჩხიკვაძის მწვრთნელ-მასწავლებლებია ტიტულოვანი სენაკელი სპორტსმენები – ამირან დავითაია და ვალერი მურღულია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, ტიტულოვან სენაკელ სპორტსმენს, სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციის, წარმატებული სპორტსმენების წახალისების მიზნით შექმნილი მუნიციპალური პროგრამიდან, ფულადი ჯილდო გადასცა.
 Georgian
 Georgian English
 English 
								