მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“

რუბრიკის – ,,გავიცნოთ ჩვენი ქალაქის წარმატებული ახალგაზრდები“ ფარგლებში, 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონებს, წარმატებულ სენაკელ სპორტსმენებს – საბა მოსიძეს, ილია ჭანტურიას, ვალერი პაპასკირს და სანდრო სანაიას გაგაცნობთ.

მათ, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე, ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის გუნდის სახელით იასპარეზეს: ჯერ სამეგრელოს, შემდეგ – დასავლეთ საქართველოს და დასკვნით შეხვედრაზე, საქართველოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის ფარგლებში, ვაჟებს შორის 3X3 კალათბურთის საუკეთესო მოთამაშედ საბა მოსიძე დასახელდა.

სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციის, წარმატებული სპორტსმენების წახალისების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, სენაკის მერიამ ჩემპიონებს ფულადი ჯილდოები გადასცა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს სპორტის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით იმართება.

ვულოცავთ სენაკს, მეორე საჯარო სკოლას, გუნდის თითოეულ წევრს, პედაგოგს – ცოტნე ჯღამაძეს, კალათბურთელთა გუნდების მწვრთნელს – შოთა კუჭავას ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

სექტემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
Skip to content