მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,გაიგე, რა გაკეთდა შენს მუნიციპალიტეტში“ – უშაფათის ადმინისტრაციული ერთეული

რუბრიკის – ,,გაიგე, რა გაკეთდა შენს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ამჯერად, უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2022-2025 წლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაგაცნობთ.
ამ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტის უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში – უშაფათში, ლეგოგინესა და ლეკოკაიეში, ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაფინანსებით, გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება 1 445 367 ლარია. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
პროექტი მოიცავს გაზგაყვანილობის ქსელის როგორც მშენებლობას, ასევე – გაზიფიცირებული უბნების გამრიცხველიანებას.
გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, ლეგოგინესა და ლეკოკაიეს უბნებში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება 168 422 ლარს შეადგენს. პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, მიმდინარე წელს, დასრულდა უშაფათის საჯარო სკოლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულებამ 2 326 925 ლარი შეადგინა.
მიმდინარე წელს, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზაზე, აღდგენილ იქნა გვერდულები. სამუშაოების ღირებულებამ 53 990 ლარი შეადგინა.
უახლოეს პერიოდში, უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებით, სოფლებში – უშაფათში, ლეგოგინესა და ლეკოკაიეში, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საერთო ღირებულებით – 20 000 ლარი. ლეკოკაიეს უბანში ასევე იგეგმება საყრდენი კედლის მოწყობა ხიდზე, ღირებულებით – 4 000 ლარი. ლემალანიეს უბანში კი – მოეწყობა მილხიდები და სათავისები, ღირებულებით – 8 000 ლარი.
რაც შეეხება 2022-2024 წლებში განხორციელებულ პროექტებს: გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის საუბნო გზებზე ცემენტ-ბეტონის საფარი დაიგო, ღირებულებით – 389 055 ლარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ასევე მოეწყო ლეხაბურზანიესა და ლეკორშიეს უბნებში. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 236 789 ლარი შეადგინა. პროექტები განხორციელდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ცემენტ-ბეტონის საფარი ასევე დაიგო თხილის საამქროსთან მისასვლელ გზაზე. პროექტის ღირებულებამ 83 881 ლარი შეადგინა.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, 2024 წელს, უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის ლეხაბურზანიეს უბანში რეაბილიტირდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდი, ღირებულებით – 37 293 ლარი; ლეგაბელიეს უბანში მოეწყო მილხიდი, ღირებულებით – 30 610 ლარი; ლეგოგინეს უბანში კი – მოეწყო 2 ხიდ-ბოდირი და მილხიდი – 3 ლოკაციაზე. პროექტის ღირებულებამ 95 865 ლარი შეადგინა.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, 2023 წელს, უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში, 32 000 ლარის ღირებულების გარე განათების ახალი ქსელი მოეწყო. 2022 წელს, სოფლებში – უშაფათში, ლეგოგინესა და ლეკოკაიეში, განხორციელდა გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები. პროექტების საერთო ღირებულებამ 32 000 ლარი შეადგინა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content