მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,გაიგე, რა გაკეთდა შენს მუნიციპალიტეტში“ – ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეული

რუბრიკის – ,,გაიგე, რა გაკეთდა შენს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ამჯერად, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2022-2025 წლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაგაცნობთ.

გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გოლასკური – ზემო ჭალადიდის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით – 631 578 ლარი. ასევე – ზემო ჭალადიდის ცენტრიდან საგვიჩიოს მიმართულებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის I და II ეტაპის სამუშაოები, საერთო ღირებულებით – 804 490 ლარი. პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

უახლოეს პერიოდში, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებით, 4 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. სოფელ მუხურში სრულად რეაბილიტირდება რეკრეაციული სივრცე, ღირებულებით – 12 500 ლარი. რეაბილიტაცია ასევე ჩაუტარდება გმირთა მემორიალს. პროექტის ღირებულება 3 500 ლარს შეადგენს. სოფელ მუხურში განხორციელდება საყანე ფართობების შემოკავების სამუშაოები, ღირებულებით – 13 500 ლარი. სოფელ სირიაჩქონში მოეწყობა გარე განათების სისტემა, ღირებულებით – 2 500 ლარი.

რაც შეეხება 2022-2024 წლებში განხორციელებულ პროექტებს:
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ღირებულებით – 371 100 ლარი, 2024 წელს, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე რიონზე გადასასვლელი ამორტიზირებული ბორანი ახლით შეიცვალა.

საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ბორანი ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც სოფელი ჭალადიდი სირიაჩქონს უკავშირდება.

წლების მანძილზე, მდინარე რიონის ადიდებამ სენაკის მუნიციპალიტეტში არაერთხელ შექმნა პრობლემები. ბორნით სარგებლობა შეუძლებელი გახადა და გარესამყაროს, სოფელ სირიაჩქონში მცხოვრები ოჯახები მოწყვიტა.

უხვი ნალექის დროს, მდინარე მოსახლეობას მუდმივ საფრთხეს უქმნიდა, ასევე აზიანებდა საკარმიდამო ნაკვეთებს; გზის სავალ ნაწილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა კი – მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა.

პრობლემების აღმოსაფხვრელად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის 2 სოფელში, მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ სოფელ საგვიჩიოში – 4 888 888 ლარი, ხოლო სოფელ სირიაჩქონში – 1 360 990 ლარი შეადგინა.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, ბორნისკენ მისასვლელ, სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე, ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. პროექტის ღირებულებამ 697 455 ლარი შეადგინა. ასევე მოეწყო გარე განათების ახალი სისტემა, ტურისტული სივრცის მოწყობის კუთხით – საპიკნიკე და საკემპინგე ლოკაციები.

2024 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის – ,,მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, განხორციელდა შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები, ღირებულებით – 9 580 ლარი.

2024 წელს, ,,საქართველოს მელიორაციის დაფინანსებით, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა სამელიორაციო და დაშრობითი სამუშაოები, საერთო ღირებულებით – 132 000 ლარი.

2023 წელს, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში – ხორგიშში, მუხურში, საგვიჩიოსა და სირიაჩქონში, ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაფინანსებით, გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდა. პროექტის ღირებულებამ 96 400 ლარი შეადგინა.

2022 წელს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფინანსებით, ზემო ჭალადიდში, ხორგიშსა და მიმდებარე უბნებში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მასშტაბური პროექტი განხორციელდა. სამუშაოს ღირებულებამ 1 255 000 ლარი შეადგინა.

2022-2024 წლებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მერიამ, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, 6 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. 2024 წელს, სოფელ მუხურში გარემონტდა ბიბლიოთეკის შენობა, ღირებულებით – 22 000 ლარი, ასევე რეაბილიტირდა მინი სპორტული მოედანი, ღირებულებით – 10 000 ლარი. 2023 წელს, სოფელ მუხურში მოეწყო სკვერი, ღირებულებით – 27 000 ლარი, საბავშვო ბაღის ეზოში კი – დამონტაჟდა ატრაქციონი, ღირებულებით – 5 000 ლარი. 2022 წელს – სოფელ მუხურში მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. სამუშაოების ღირებულებამ 30 000 ლარი შეადგინა. სოფელ სირიაჩქონში კი – მოეწყო გარე განათების ქსელი, ღირებულებით – 2 000 ლარი.

2022 წელს, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა და მოეწყო რკინა-ბეტონის მილები, ღირებულებით – 68 928 ლარი.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content