მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,გაიგე, რა გაკეთდა შენს მუნიციპალიტეტში“ – გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეული

რუბრიკის – ,,გაიგე, რა გაკეთდა შენს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2022-2025 წლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაგაცნობთ.
ამ ეტაპზე, გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულის საჯღამაიოს უბანში, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით – 592 377 ლარი. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
უახლოეს პერიოდში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებით, რეაბილიტირდება გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულის ბიბლიოთეკის შენობა და კეთილმოეწყობა ბიბლიოთეკის ეზო. სამუშაოების საერთო ღირებულება 16 000 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება 2022-2024 წლებში განხორციელებულ პროექტებს: 2024 წელს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სრულად რეაბილიტირდა საკუპრეიშვილოს შიდა საუბნო გზა, ღირებულებით – 397 649 ლარი. გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულიდან მარტვილის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულებამ 628 977 ლარი შეადგინა.
2024 წელს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საჯღამაიო-სახოკიოს უბანში, კეთილმოეწყო სოფლის სასაფლაოს ტერიტორია და დამონატჟდა გარე განათების სისტემა, ღირებულებით – 16 000 ლარი. 2023 წელს – მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. სამუშაოების ღირებულებამ 16 000 ლარი შეადგინა. 2022 წელს, აღნიშნული პროგრამით, რეაბილიტირდა შინმოუსვლელთა მემორიალი, ღირებულებით – 10 000 ლარი, ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა გეჯეთის საბავშვო ბაღს. სამუშაოების ღირებულებამ 6 000 ლარი შეადგინა.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, 2023 წელს, რეაბილიტირდა გეჯეთის სამედიცინო ამბულატორიისა და ადმინისტრაციული შენობების სახურავები. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 6 500 ლარი შეადგინა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content