რუბრიკის – ,,გაიგე, რა გაკეთდა შენს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ამჯერად, სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, 2022-2025 წლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაგაცნობთ.
წლების შემდეგ, პირველად, მიმდინარე წელს, საბავშვო და ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულს, 50 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შეემატა. საბავშვო ბაღის მშენებლობის მასშტაბური პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1 276 666 ლარს შეადგენს.
ამ ეტაპზე, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში, დასრულების ეტაპზეა ეკლესიამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 90 290ლარს შეადგენს.
უახლოეს პერიოდში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 64 000 ლარის ღირებულების 6 პროექტი განხორციელდება: სრულად რეაბილიტირდება სოფლის ბიბლიოთეკის შენობა; პროექტის ღირებულება 17 000 ლარს შეადგენს. სოფლებში – ბეთლემში, კვაუთსა და ლესაჯაიეში, მოეწყობა გარე განათების ახალი სისტემა; საერთო ღირებულებით – 32 000 ლარი. სოფელ ლესაჯაიეში, რამდენიმე ლოკაციაზე, ასევე მოეწყობა მილხიდები; სამუშაოების ღირებულება 5 000 ლარს შეადგენს. სოფელ ჯოლევში იგეგმება ფანჩატურის მოწყობა, ღირებულებით – 10 000 ლარი.
2022-2025 წლებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, სენაკის მერიამ, 7 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. 2024 წელს, სოფელ ლესაჯაიეში, რკინა-ბეტონის საფარით მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულებამ 30 000 ლარი შეადგინა. სოფელ ბეთლემში – მოეწყო გარე განათების ახალი სისტემა, რამდენიმე ლოკაციაზე – მილხიდი, ასევე რეაბილიტირდა ბეწვის ხიდი. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 22 000 ლარი შეადგინა. სოფელ ლეძაძამეში მოეწყო ომში დაღუპულთა მემორიალი, ღირებულებით – 12 000 ლარი. 2023 წელს, სოფლებში – ლეძაძამესა და ბეთლემში, მოეწყო რეკრეაციული სივრცეები, საერთო ღირებულებით – 64 000 ლარი. 2022 წელს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, მოეწყო მინი სპორტული მოედანი. პროექტის ღირებულებამ 64 000 ლარი შეადგინა.
2023-2025 წლებში, სენაკის მერიამ, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, 8 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. 2024 წელს, ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტეხურზე, დასრულდა ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოები. მასშტაბური პროექტი, ღირებულებით – 1 654 963 ლარი, დაფინანსდა საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე სრულად იქნა აღდგენილი ლეძაძამე-ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთი. სამუშაოების ღირებულებამ 238 999 ლარი შეადგინა. სოფელ ბეთლემსა და ლეცეკვაოს უბანში სრულად რეაბილიტირდა სტიქიისგან დაზიანებული ბეწვის ხიდები, საერთო ღირებულებით – 176 766 ლარი. ხიდ-ბოგირები მოეწყო სოფელ ლეძაძამესა და ლებაღათურიეს უბანში. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 108 317 ლარი შეადგინა. 2023 წელს კი – განხორციელდა ლეძაძამეს ადმინისტრაციული შენობის სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავის გადახურვის სამუშაოები, ღირებულებით – 40 628 ლარი.
2022-2025 წლებში, გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, სენაკის მერიამ, ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, 6 პროექტი განახორციელა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, ლეკირცხალიეს უბანში, ბეტონის საფარი 2 კმ. გზაზე დაიგო. პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო მილხიდები. სამუშაოების ღირებულებამ 542 958 ლარი შეადგინა. ლესაჯაიეს უბანში კი – ბეტონის საფარი 2 კმ-მდე გზაზე მოეწყო. პროექტის ღირებულებამ 395 409 ლარი შეადგინა. აღნიშნულ ლოკაციებზე, წლების შემდეგ, საგზაო ინფრასტრუქტურა პირველად, 2023-2024 წლებში მოწესრიგდა. 2022 წელს, კვაუთის მიმართულებით, ცემენტ-ბეტონის საფარით, სრულად კეთილმოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა. სამუშაოების ღირებულებამ 144 800 ლარი შეადგინა.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 2023 წელს, ლეგოგიეს გზაზე მოეწყო დამცავი ბარიერი, ღირებულებით – 8 303 ლარი. 2022 წელს – ხიდ-ბოგირი, სოფელ ლეძაძამეში, ღირებულებით – 24 136 ლარი.
 Georgian
 Georgian English
 English 
								