რუბრიკის – ,,გაიგე, რა გაკეთდა შენს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2022-2025 წლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაგაცნობთ.
უახლოეს პერიოდში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სოფლებში – შრომისკარსა და ეკში – მოეწყობა სანიაღვრე სისტემები. პროექტების საერთო ღირებულება 22 000 ლარს შეადგენს. სოფელ საადამიოში დაიწყება გარე განათების ახალი სისტემის მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით – 10 000 ლარი. სოფელ საცხვიტავოში მოეწყობა მინი სპორტული მოედანი და სრულად რეაბილიტირდება წყალმომარაგების სისტემა. სამუშაოების ღირებულება 10 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე წელს, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, სენაკის მერიამ, ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, 467 793 ლარის ღირებულების 3 პროექტი განახორციელა. სოფლებში – საადამიოსა და შრომისკარის საშურღაიოს უბანში რეაბილიტირდა სტიქიისგან დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, სამუშაოების საერთო ღირებულებამ 377 772 ლარი შეადგინა. სოფელ შრომისკარში ასევე აღდგენილ იქნა სტიქიისგან დაზიანებული ხიდი, ღირებულებით – 90 021 ლარი.
2024 წელს – სტიქიისგან დაზიანებული ხიდები რეაბილიტირდა სოფელ საცხვიტავოში, მდინარე ცივზე და სახუნჯუოს უბანში, მდინარე ეკუსკურზე. პროექტების საერთო ღირებულებამ 876 880 ლარი შეადგინა. სოფელ შრომისკარში ასევე მოეწყო სანიაღვრე სისტემა და 3 ლოკაციაზე – მილხიდები. სამუშაოების ღირებულებამ 77 206 ლარი შეადგინა. 2023 წელს, სტიქიისგან დაზიანებული ხიდები სრულად იქნა აღდგენილი საცხვიტავოსა და საჯოლიოს უბნებში. პროექტების საერთო ღირებულებამ 62 451 ლარი შეადგინა.
2024 წელს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ეკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შრომისკარში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, სამუშაოების ღირებულებამ 42 000 ლარი შეადგინა. 2023 წელს – სრულად კეთილმოეწყო ეკის საჯარო სკოლის ეზო. პროექტის ღირებულებამ 42 000 ლარი შეადგინა. 2022 წელს, სოფლებში – ეკში, საადამიოში, საცხვიტავოსა და შრომისკარში, განხორციელდა გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები, საერთო ღირებულებით – 42 000 ლარი.
გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, 2024 წელს დასრულდა ეკი-უშაფათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით 461 185 ლარი. ასევე მოწესრიგდა საკუჭავოს შიდა საუბნო გზა, ღირებულებით – 48 951 ლარი. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.
2023 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ეკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელ გზაზე მოეწყო დამცავი ჯებირები. პროექტების საერთო ღირებულებამ 48 192 ლარი. ასევ რეაბილიტირდა ეკის საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზა. პროექტის ღირებულებამ 42 563 ლარი შეადგინა.
2023 წელს, ეკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაფინანსებით, განხორციელდა გაზიფიცირების მასშტაბური პროექტი – გაზგაყვანილობის ქსელის როგორც სამშენებლო სამუშაოები, ასევე, გაზიფიცირებული უბნების გამრიცხველიანების პროცესი. პროექტის ღირებულებამ 2 246 167 ლარი შეადგინა.