რუბრიკის – ,,გაიგე, რა გაკეთდა შენს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ამჯერად, ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2022-2025 წლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაგაცნობთ.
ამ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაზგაყვანილობის ქსელის როგორც სამშენებლო, ასევე – გაზიფიცირებული უბნების გამრიცხველიანების მასშტაბური პროექტი.
გაზიფიცირების სამუშაოები ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 2 191 444 ლარია.
ზანის ადმინისტრაციული ერთეულის საესებუოს უბანში, ასევე აქტიურად მიმდინარეობს შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. ღირებულება 315 789 ლარს შეადგენს.
უახლოეს პერიოდში, ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სოფლებში – სატყებუჩავოში, ეწერსა და საესებუოში, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საერთო ღირებულებით – 44 000 ლარი. სოფელ საშურღაიოში ასევე იგეგმება საყრდენი კედლის მოწყობა ხიდზე, ღირებულებით – 10 000 ლარი.
მიმდინარე წელს, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, სენაკის მერიამ, ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში, 118 063 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. სრულად რეაბილიტირდა ზანა-უშაფათის დამაკავშირებელ გზაზე, სტიქიისგან დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა და ორ ლოკაციაზე, აღდგენილ იქნა გზის ჩაქცეული მონაკვეთი.
რაც შეეხება 2022-2024 წლებში განხორციელებულ პროექტებს, ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბოლო სამი წლის მანძილზე, 14 პროექტი განხორციელდა. 2024 წელს, პროგრამის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა ბიბლიოთეკის შენობა, ღირებულებით – 22 000 ლარი. მოეწყო გარე განათების სისტემა, ღირებულებით – 10 000 ლარი. სოფლებში – საშურღაიოსა და სატყებუჩავოში, განახლდა სასაფლაოების ღობე. სამუშაოების ღირებულებამ 22 000 ლარი შეადგინა.
2023 წელს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში – 5 პროექტი განხორციელდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 75 200 ლარი შეადგინა. სოფლებში – საცხვიტავოში, საშურღაიოსა და საესებუოში, მოეწყო მილხიდები, ცხაურები. სოფელ საესებუოში ასევე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, სოფელ სატყებუჩავოში – 4 ხიდ-ბოგირზე კი, სათავისები. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 32 000 ლარი შეადგინა. 31 200 ლარის ღირებულების გაბიონები მოეწყო სოფელ ეწერში, სოფელ ზანაში კი რეაბილიტირდა სოფლის სასაფლაოს ღობე და მოეწყო გარე განათების ქსელი, ღირებულებით – 12 000 ლარი.
2022 წელს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლებში – ზანაში, ეწერში, საესებუოში, საშურღაიოსა და სატყებუჩავოში, განხორციელდა შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები, გარე განათების სისტემა მოეწყო სამ სოფელში – საესებუოში, საშურღაიოსა და სატყებუჩავოში. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 54 000 ლარი შეადგინა.
2024 წელს, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ზანის ადმინისტრაციული ერთეულის ეწერის და საშურღაიოს უბნებში, რეაბილიტირდა სტიქიისგან დაზიანებული ხიდ-ბოგირები. პროექტის ღირებულებამ 6 790 ლარი შეადგინა. 2023 წელს კი – სრულად განახლდა სტიქიის შედეგად დაზიანებული საბავშვო ბაღის შენობის სახურავი, ღირებულებით – 3 998 ლარი.
გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, 2024 წელს დასრულდა ზანა-ეწერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით – 800 519 ლარი. ასევე მოწესრიგდა ეწერის შიდა საუბნო გზა, ღირებულებით – 219 024 ლარი. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.
2022 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ზანის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ეწერში რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაზიანებულხიდ-ბოგირს, სამუშაოების ღირებულებამ 19 804 ლარი შეადგინა