მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,გაიგე, რა გაკეთდა შენს მუნიციპალიტეტში“ – მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეული

რუბრიკის – ,,გაიგე, რა გაკეთდა შენს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2022-2025 წლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაგაცნობთ.

უახლოეს პერიოდში, მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებით, საბარკალაიოსა და საგუდავოს უბნებში მოეწყობა გარე განათების სისტემა, საერთო ღირებულებით – 13 500 ლარი. სალოლუოს უბანში ასევე კეთილმოეწყობა სოფლის სასაფლაოს ტერიტორია, ღირებულებით – 2 500 ლარი.

2022-2024 წლებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის 5 უბანში – სახოკიების, საჩილაჩავოს, საბარკალაიოს, საგუდავოსა და საკუპრეიშვილოს უბნებში, სრულად განახლდა გარე განათების სისტემა. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 32 000 ლარი შეადგინა.

2024 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის – ,,მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში, მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, განხორციელდა შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები, ღირებულებით – 6 601 ლარი.

გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, 2024 წელს, სრულად მოეწყო მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის 2 უბნის – ჭუბაბრიებისა და მილორავების უბნების საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტების საერთო ღირებულებამ 549 080 ლარი შეადგინა. 2023 წელს, მეორე ნოსირში, ასევე განხორციელდა მასშტაბური საგზაო ინფრასტურქტურული პროექტი – 3 854 გრძივ მეტრზე, ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო საკირცხალიო-საკერძაიოს უბანში, ღირებულებით – 1 264 220 ლარი. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.

2023 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საბარკალაიოს უბანში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. სამუშაოების ღირებულებამ 261 349 ლარი შეადგინა.

2022 წელს, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. პროექტის ღირებულებამ 31 071 ლარი შეადგინა.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, გადაიხურა მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის კლუბის შენობა, ღირებულებით – 6 000 ლარი.

სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.

2023-2024 წლებში, მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე განხორციელდა წყალმომარაგების საპროექტო სამუშაოები.

,,სოფლის ექიმის’’ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი – აშენდა თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ამბულატორია.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
Skip to content