ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სენაკის საპატიო მოქალაქის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის, პროფესორ ნელი ხორავას გარდაცვალების გამო.
ქალბატონი ნელი წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა საკუთარ საქმესა და საზოგადოებას. პროფესიონალიზმით, შრომისმოყვარეობითა და გამორჩეული ადამიანური თვისებებით მან სენაკელთა დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის.
ვუსამძიმრებ ქალბატონი ნელის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს. ვიზიარებ მათ მწუხარებას ამ მძიმე წუთებში.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი
ვახტანგ გადელია