ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სენაკის საპატიო მოქალაქის, ჩვენი ქალაქის კოლორიტისა და ღირსეული ადამიანის, შოთა ლომიას გარდაცვალების გამო.
ბატონი შოთა წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა მშობლიურ ქალაქს. გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, საქმისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, ადამიანების სიყვარულითა და თანადგომის უნარით. თავისი პიროვნული ღირსებებითა და კეთილი საქმეებით მან სენაკელთა გულწრფელი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.
გულწრფელად ვუსამძიმრებ ბატონი შოთას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი
ვახტანგ გადელია