21 ოქტომბერს, ალბანეთის დედალაქ ტირანაში, სტარტს აიღებს 23წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
საქართველოს 23 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაშია ჩვენი საამაყო სენაკელი ფალავანი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, ჭაბუკებს შორის ევროპის ორგზის პრიზიორი, 23 წლამდელთა შორის ევროპის პრიზიორი, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, საფრანგეთის გრან-პრის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენისა და 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულების მფლობელი, გიორგი ჩხიკვაძე.
გიორგის და ჩვენს გამორჩეულ ახალგაზრდა სპორტსმენებს ვუსურვებთ წარმატებას.