მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

დავასრულეთ სამი სპორტული მოედნის მშენებლობა

სიმბოლურია, რომ ჩვენი საამაყო ფალავანის, გიორგი ჩხიკვაძის მიერ მოპოვებული უდიდესი გამარჯვების შემდეგ, დღეს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით #განხორციელებულ#მიმდინარე და #დაგეგმილ_სპორტულ_ინფრასტრუქტურულ_პროექტებს #გაგაცნობთ:

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, #დავასრულეთ სამი სპორტული მოედნის მშენებლობა:

ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ღირებულებით – 65 953 ლარი;

ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ღირებულებით – 78 106 ლარი;

საჯაიას ქუჩის მიმდებარედ, ღირებულებით – 30 941 ლარი.

პროექტების ფარგლებში #მოვაწყვეთ:

ხელოვნურსაფარიანი მოედანი;

გარე განათების სისტემა;

შემოღობვის კონსტრუქციები.

ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ტრენაჟორები #მოვაწყვეთ:

ვაჩნაძის ქუჩაზე, ღირებულებით – 39 096 ლარი;

ღვინჯილიას ქუჩაზე, ღირებულებით – 38 681 ლარი.

სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, ჩვენი ახალგაზრდების თხოვნის გათვალისწინებით, მინი სპორტული მოედნების მოწყობა #დავასრულეთ სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გოლასკურსა და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის გახომელას უბანში.

პროექტები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით #განვახორციელეთ.

მიმდინარე წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ქალაქის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე, ასევე #დავასრულეთ ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მინი სპორტული მოედნის მშენებლობა.

2023 წელს კი, მინი სპორტული მოედნები #მოვაწყვეთ – ვაჩნაძის ქუჩაზე, ყოფილი მე-8 სკოლის მიმდებარედ და მშვიდობის ქუჩაზე, ახალრეაბილიტირებული მეოთხე საბავშვო ბაღის მიმდებარედ; ასევე, ტრენაჟორები დამონტაჟდა ჭავჭავაძის ქუჩაზე.

სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების უზრუნველსაყოფად, ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციის კუთხით, არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას #ვგეგმავთ.🙌

#სპორტისგანვითარებისთვის 
#ერთადგანვაახლოთ 
#ჩვენუკეთესისენაკისთვის

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

დეკემბერი 2024
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
Skip to content