მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

დღეს, გაზეთი ,,კოლხეთი’’ საუკუნოვან იუბილეს აღნიშნავს

1923 წლის 1 მაისს, ადგილობრივ სტამბაში დაიბეჭდა სენაკის მაზრის გაზეთ ,,კომუნას” პირველი ნომერი, რომელიც გახდა ,,კოლხეთის’’ პირველსახე. ის იყო მხარეში პირველი ბეჭდური მედიასაშუალება, ამიტომ, ინტერესი, ყურადღება, პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება მისადმი, დიდი იყო.
მას შემდეგ 100 წელი გავიდა. გაზეთი ,,კოლხეთი’’ – სენაკის მემატიანე, ერთგული მკითხველისადმი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენების ოპერატიულად მიმწოდებელი იყო, უწყვეტად ასახავდა კულტურული ტრადიციებით მდიდარი კუთხის მაჯისცემას.

ამ საქმეს არაერთი დამსახურებული ჟურნალისტი და გამორჩეული პიროვნება ემსახურებოდა. ,,კოლხეთის“ რედაქციასთან მრავალი სახელოვანი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ხელოვნების წარმომადგენელი თანამშრომლობდა. მის წიაღში აიდგა ფეხი სენაკის ბევრმა ღირსეულმა შვილმა.

დღეს, ბეჭდური სიტყვის მხცოვანი ორგანო ღირსეულად აგრძელებს ტრადიციებს სენაკისა და ქვეყნის სამსახურში.

საიუბილეო თარიღს ვულოცავ ,,კოლხეთს’’, ყველა თაობის კოლხეთელს და პროფესიულ საქმიანობაში წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებ.

ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აპრილი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
Skip to content