ეროვნული სამოსისა და მუზეუმების საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს, ნოქალაქევის მიმართულებით, მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეს, 18:00 საათიდან, უფასოდ მოემსახურება.
ტრანსპორტი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე, თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაიყვანს.
მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ეროვნული სამოსისა და მუზეუმების საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 20:00 საათიდან, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში გაიმართება: კოსტუმირებული მსვლელობა, თეატრალური სტუდიის სპექტაკლი ,,განდეგილი”, განთავსდება ფოტოზონები, თემატური ინსტალაციები, ღონისძიებას დაასრულებს კონცერტი – ლინდა ადამია და ბენდი 1/4.