მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

თეატრალური დღეები სენაკში იწყება

#თეატრალურიდღეებისენაკშიიწყება

26 ივლისიდან, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტისა და ფოთის მერიების მხარდაჭერით იმართება, სტარტს, უკვე მეათედ, სენაკში აიღებს.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს’’;

ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია – ნინელი ჭანკვეტაძე;

დირექტორი – თენგიზ ხუხია;

გენერალური მენეჯერი – ბექა ჯუმუტია;

ფესტივალის ადმინისტრატორი და ღონისძიებების მენეჯერი – შიო აბრახამია.

ფესტივალის სენაკური დღეების პროგრამა:

26 ივლისი. 19:00 საათი – ფესტივალი საზეიმოდ აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნება; აქტივობის ფარგლებში, გაიმართება საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია;

20: 00 საათი – ფესტივალის პირველ დღეს დაასრულებს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის სპექტაკლი ,,ლივ შტაინი“;

27 ივლისი. 13:00 საათი – აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი გამართავს სპექტაკლს – ,,ვაჟიშვილი“;

17:00 საათი – დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია ,,გიენოსის” დასის სპექტაკლი – ,,დედა“;

20:00 საათი – ფესტივალის მეორე დღეს, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი – ,,მამა“ დაასრულებს;

28 ივლისი. 13:00 საათი – ფესტივალის სენაკური დღეების ფარგლებში, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს ერაყის თეატრალურ ჯგუფს ,,ჰავარი”, სპექტაკლით -,,სალმა“;

17:00 საათი – რეგიონული თეატრების მეათე საერთაშორისო ფესტივალის სენაკური დღეები, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის სპექტაკლით – ,,ჩიპოლინოს თავგადასავალი”, დასრულდება.

#თეატრალურიფესტივალი2024

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ოქტომბერი 2024
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
Skip to content