,,მადლობა თავისუფლებისთვის“, ,,მადლობა სამაგალითო ერთობისთვის…“ – 36-ე 9 აპრილის გზავნილი ხვალ სენაკშიც გაიჟღერებს:
11:00 საათი – 9 აპრილის სკვერში კიდევ ერთხელ გაიხსენებენ 36 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენებს და პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას;
12:00 საათი – წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოანე კუპრეიშვილი სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს აღავლენს;
15:00 საათი – მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდული თეატრი ,,ფიროსმანი”, ცენტრის საკონცერტო დარბაზში, მაყურებლის წინაშე წარდგება ლიტერატურული კომპოზიციით: ,,9 აპრილის ლექსები – ხეებზე გაკრული ლექსები…“
დღის მანძილზე – საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მუზეუმში, ქალაქის საჯარო და საბავშვო ბიბლიოთეკებში გაიმართება თემატური გამოფენები – ,,9 აპრილი – ერის ტრაგედია”, ,,სამშობლო სიცოცხლეზე მეტია…“