გილოცავთ!
პირველად, ჩვენი ქალაქის საგანმანათლებლო სფეროდან, 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი, გენო ადამიას სახელობის პირველი საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი, მამუკა კუჭავა გახდა.
მამუკა, მაღალი პროფესიონალიზმით, გამორჩეული ხედვითა და ინდივიდუალური ხელწერით, ათეული წლების მანძილზე, დაუღალავად და უპრეტენზიოდ ემსახურება მომავალი თაობის ხელოვნებასთან ზიარების საპატიო საქმეს.
მისი მოსწავლეები, წლების მანძილზე, მნიშვნელოვან სახელოვნებო პროექტებში მოპოვებული წარმატებებით და ორიგინალური ინიციატივებით გამოირჩეოდნენ. თავად მამუკაც, უამრავი წარმატებული პროექტის ავტორი, თანაავტორი და მონაწილეა.
მინდა გულითადად მივულოცო მამუკას დამსახურებული ჯილდო, დიდი აღიარება და შემდგომი წარმატება ვუსურვო.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი